კოლუმბიის ხელისუფლება მზად არის 3 მილიარდი პესო გადაუხადოს მას, ვინც პრეზიდენტის ვერტმფრენზე თავდამსხმელი პირების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დიეგო მოლანომ განაცხადა.
ცნობისთვის, ვერტმფრენს, რომელზეც კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იმყოფებოდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ვერტმფრენს სულ მცირე ექვსჯერ ესროლეს.