ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე.
“სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზაშეწონილობის შესახებ გასულ სხდომაზე გვქონდა საკმაოდ ფართო განხილვა და დისკუსია.
გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა საკითხი ვერ მივიღეთ, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
იქიდან გამომდინარე, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, შეთავაზებული იყო საკითხი ხელმეორედ განხილულიყო.
საუბარია კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობაზე.
ამომრჩევლები არ უნდა დავტოვოთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები.
შესაბამისად, წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო უბნების შექმნას, 73 ოლქში იქნება თითო-თითო უბანი შესაბამისი ნუმერაციით”, – განაცხადა საკითხის წარდგენისას ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.