კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ქუთაისში უფასო ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევა ჩატარდა. 27 იანვარს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10:00-და ნ 17 საათამდე კლინიკა “საროველში” ექიმის კონსულტაცია მიეღოთ და ანალიზები ჩაეტარებინათ. მათ შორის კოაგულოგრამა, ცე რეაქტიული ცილა, დე დიმერი და სისხლის კლინიკური ანალიზი, რაც როგორც ექიმები აღნიშნავენ ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისათვის აუცილებელია. ოჯახის ექიმი მაია ჟორჟოლიანი პოსტ კოვიდურ სიმპტომებზეც ამახვილებს ყურადღებას.
სამედიცინო აქცია მოქალაქეებისათვის ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით დაიგეგმა. როგორც კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი ამბობს მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს იმის საშუალება რომ ყველა ანალიზი ჩაიტარონ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ აქციაში მონაწილეობა 40-მდე ადამიანმა მიიღო. ქალთა კლუბის განცხადებით ვირუსით ინფიცირების შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს პაციენტების გამოჯანმრთელების ხარისხი, რათა ვირუსით გამოწვეული სხვადასხვა მოგვიანებითი გართულებები თავიდან ავიცილოთ. ცხნობისთის ახალი კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 100 მილიონს აჭარბებს.