კობახიძე რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმს – “მოთვინიერებას” სამარცხვინოს უწოდებს. ფილმი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეხება.
“ეს ფილმი სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ სამარცხვინო ფილმია, რაც კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღო კონკრეტულმა რეჟისორმა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგი არ არსებობს არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა” | ამბობს კობახიძე