LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს

დაპოსტა 2022/03/01-ში
29
ნახვა
გაზიარება

??კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დაბლოკვას ითხოვს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კომუნიკაციების კომისიას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს მიიღონ ეფექტიანი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის სხვა პროპაგანდისტული მედიების შეჩერებისთვის.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის ფონზე, რუსეთი, პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ახდენს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას, ცალკეულ ადამიანებზე მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმას. სწორედ ეს იყო ევროკავშირის მოტივაცია, როცა რუსეთის მთავრობასთან აფილირებული მედია დაბლოკა.

რუსულ სამთავრობო მედიას სანქციები დაუწესა სოციალურმა მედიამაც. მანამდე სანქცირებულთა სიაში აღმოჩდნენ მთავრობასთან აფილირებული რუსი ჟურნალისტებიც, რომლებიც რუსული დამპყრობლური პროპაგანდის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

მსგავსს სტრატეგიას იყენებს რუსეთი საქართველოშიც. რუსული სამთავრობო თუ მასთან აფილირებული ადგილობრივი მედიის და სოციალური ქსელების დახმარებით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ცდილობს გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთი 2008 წელს თავს დაესხა ჩვენ ქვეყანას და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მომდინარეობს და არ დგამს სათანადო ნაბიჯებს მათ საწინააღმდეგოდ. რუსეთთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის შეზღუდვისთვის დღეს საქართველოში არსებული საკანონმდებლო საფუძვლების პარალელურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

?საქართველოს პარლამენტმა დააწესოს სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის. საფუძვლად გამოიყენოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი და შეიტანოს მასში შესაბამისი ცვლილებები.

?სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები.

?კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა, გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის პროპაგანდისტული ვებგვერდები.

?მოვუწოდებთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს, გამოავლინონ მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღონ შესაბამისი ზომები საქართველოში რუსეთის სახელმწიფო მედიებისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიების ტრანსლაციის შესაზღუდად.
??კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს პროპაგანდისტული არხების ტრანსლაციის შეჩერებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში.

? Euronews Georgia

?http://mediacoalition.ge/ge

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
31
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
14
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
812
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».