“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა. კლინიკიდან დაახლოებით 15-მდე პაციენტი ბინაზე გაეწერა.
კოვიდცენტრში მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით შემოიყვანეს მელოგინე, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ამ დროისთვის მედიკოსები გამოჯანმრთელებაზე სტაციონარში მოთავსებული ერთ-ერთი ორსულის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
“ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ჯამში 77 პაციენტი გადის მკურბალობის კურსს.









