რუსეთის პატრიარის სამძიმარი საქართველოს პატრიარქს და შეკვეცილი ტიტულატურა – პატრიარქი კირილი ილია მეორეს ოფიციალურ სამძიმრის წერილს უგზავნის, სადაც მას ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.
კირილი წერილში სინოდის მღვდელმთავრის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად საქართველოსი”, – ასე მიმართავს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი.
ცნობისთვის, პატრიარქი კირილი პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია, მათ შორის მან არაერთი განცხადებით გაამართლა ომი უკრინაში. ის ამტკიცებს, რომ რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია და აგრესიული ომები არ უწარმოებია. კირილი არაერთი ქვეყნის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა.