ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიასა და კიმბერლი ლოუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ამერიკელ პოლიტიკოსთან ერთად ბრუნდება და მას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის.
„კიმბერლი ლოუსთან ერთად მოვფრინავთ
გამოველაპარაკე – ვისაუბრეთ.
ავუხსენით რომ რეჟიმი არანაირად არაა კონსერვატორი – პროგრესივ სოციალისტების ჯგუფში იყვნენ მრავალი წელი, სანამ გამოაგდებდნენ უსაქციელობის გამო.
მოვუყევით, რომ რეჟიმი პატივს არ სცემს ადამიანის თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციას და ციხეში ყრის გაუსამართლებელ ხალხს.
ისიც ავუხსენით რომ რეჟიმი მისით მანიპულირებს და მისი რეპუტაცია შელახა.
ტელეფონებიც გავცვალეთ“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.