დიდი ბრიტანეთში კიდევ ერთი “მფრინავი” გემი დააფიქსირეს. ამჯერად ის რაიან რაშფორდმა დორსეტის საგრაფოში მდებარე ქალაქ ბორნმუთის სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა. აღსანიშნავია, რომ მსგავს მოვლენას ცოტა ხნის წინ კორნუოლის საგრაფოს ქალაქ ფალმუტში დევიდ მორისიც შეესწრო.
სპეციალისტების განცხადებით, რაშფორდისა და მორისის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი გამოსახულება ოპტიკურ ფენომენს უნდა მივაწეროთ, რომელიც გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში არქტიკის რეგიონში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მისი ხილვა იშვიათად, მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი.











