თბილისის მე-7 ფილიალის 0731 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა, სადაც ოჯახის წევრები პანიკაში მყოფები დახვდათ.
სააბაზანოს კარებთან 60 წლამდე უგონო მამაკაცი იწვა, რომელსაც არ ესინჯებოდა პულსი, მაგრამ ფიქსირდებოდა ერთეული აგონიური სუნთქვა.სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა ფიბრილაცია. გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, რეანიმაციული ღონისძიებები ჯამში 15 წუთამდე გაგრძელდა, ექიმს 4-ჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება.
სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მეოთხე ელექტროშოკის შემდეგ მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი.
ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც დადასტურდა კარდიომიოპათია, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ამჟამად კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
ექიმი მაგდა ღვინჯილია
უმცროსი ექიმი დავით ჩილაჩავა
მძღოლი ირაკლი წიკლაური