საქართველოს საბანკო ასოციაცია კიბერთაღლითობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მომხმარებლებს შესაბამის რეკომენდაციასაც აძლევს.
“საქართველოს საბანკო ასოციაცია გაფრთხილებთ, რომ კიბერთაღლითობის თავიდან ასაცილებლად არ გასცეთ ინფორმაცია მესამე პირზე თქვენი ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესახებ, ასევე მოერიდეთ თქვენი ბარათის CVV კოდისა და პინკოდის სხვა პირებზე გაცემას.
რომელიმე ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრი, იგივე “ქოლცენტრი” არ მოგთხოვთ თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას. გახსოვდეთ, რომ ეს ინფორმაცია არ არის საჯარო და არავის უნდა გადასცეთ არც ტელეფონით და არც ინტერნეტით.
თუ რომელიმე ბანკის სახელით ამ ინფორმაციის მოთხოვნით დაგიკავშირდათ, უთხარით უარი”,- ნათქვამია განცხადებაში.