LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კიბერდანაშაული თითქმის 100%-ით გაიზარდა – როგორ უნდა დაიცვათ თავი

კიბერდანაშაული თითქმის 100%-ით გაიზარდა – როგორ უნდა დაიცვათ თავი

დაპოსტა 2019/10/02-ში
A A
308
ნახვა
გაზიარება
2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული თითქმის 100%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ამ დანაშაულის 1 223 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 610 ფაქტით, ანუ 99.51%-ით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ არის გახშირებული კიბერთაღლითობის გზით საბანკო ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის შემთხვევები, რაზეც მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ.

„ვიღაცამ ანგარიშიდან „კრისტალ ბეთზე“ გადაირიცხა თანხა, ბანკში გვეუბნებიან, რომ ვერ გვეტყვიან იუზერს და პოლიციაში განაცხადეთო. ეს რა მიდგომაა? ან სმს დასტურის გარეშე რატომ ხდება თანხის გადარიცხვა?“

„პარასკევს მომიტანა კურიერმა ბანკიდან ახალი ბარათი, რომელიც კვირას გამოვიყენე მხოლოდ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად, რის შემდეგაც მალევე მოხდა თანხის სხვადასხვა ოდენობით გადარიცხვა „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ვერც ბარათის დაზღვევა მოვასწარი და არც ბანკში მიპასუხეს დროულად, რომ ანგარიში დამებლოკა. შესაბამისად, ჯამში, 150 ლარის გადარიცხვა მოხდა,“-აცხადებს რამდენიმე დაზარალებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და საბანკო ბარათები ამ ტიპის თაღლითობისგან, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორსა და ექსპერტს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაიას ესაუბრა:

  • პლასტიკური ბარათი არ მისცეთ არავის ხელში, არ გაატანოთ, რადგან ბევრი შემთხვევაა, როცა თანამშრომლები ბარათებს გარკვეულ წერტილებში ამუშავებენ, ინახავენ მონაცემებს და შესაძლოა, შემდეგ გამოიყენონ;
  • გადაამოწმეთ ვებ-გვერდები, რომელზეც შედიხართ, რადგან ხშირად ჰაკერები ყალბ ვებ-გვერდებს ქმნიან, რომელიც რეალური ინტერნეტ ბანკის გვერდს გავს; ნუ შეინახავთ და ნუ დაამახსოვრებთ ავტორიზაციის საშუალებებს მონაცემებს თქვენს ბრაუზერში;
  • როდესაც ბანკიდან ბარათს აიღებთ, მას აქვს უკან სამნიშნა კოდი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ტრანზაქციების დროს. ეს კოდი დაიმახსოვრეთ და ბარათზე მარკერით ან სხვა საშუალებით წაშალეთ, ისე რომ ხილვადი არ იყოს;
  • არეფაიდი (rfid) ტექნოლოგიის საფულე, რომელიც პლასტიკურ, ასევე აიდი ბარათს იცავს გარე სკანირებისგან, რადგან მაგალითად, მოსკოვში ძალიან გავრცელებულია შემთხვევები, როცა ტერმინალებით დადიან, ადებენ ჩანთაზე და ასე ხნიან თანხას ბარათებიდან;დაზღვევა რაღაც მომენტში არის მექანიზმი და თუ დიდ თანხას ინახავთ პლასტიკურ ბარათზე, რეკომენდაციაა, რომ ბარათი დაზღვეული გქონდეთ;
  • თუმცა ეს მაინც არ არის საბოლოო გამოსავალი, რადგან კიბერდანაშაულის გამოვლენას, დამტკიცებას და ა.შ. დიდი დრო სჭირდება;
  • კიდევ ერთი დაზღვევის მექამინიზმი არის საკუთარი ბარათების გამიჯვნა. გქონდეთ მიმდინარე ლარის ან დოლარის ანგარიში, და ასევე გქონდეთ ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ სხვადასხვა ტრანზაქციის დროს. ხოლო ტრანზაქციამდე ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხეთ თანხა.

bpn.ge

თეგები: ანგარიშიდან თანხის დაკარგვაბანკიკიბერდანაშაული
გაზიარება143

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული  სააგენტოს აჭარის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც...

დაწვრილებითDetails

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მთავარი

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აკეთებს – “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა!”. “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"