კვარიათში, ზღვაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. მამაკაცი პროზექტურაშია გადასვენებული.
აღსანიშნავია, რომ შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.