უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის საზღვრებთან განლაგებულ რუს ჯარისკაცებს მიმართავს და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება. დეპუტატის თქმით, უკრაინა მზადაა საკუთარი მიწა-წყლისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
მეგობრებო, დღეს 23 თებერვალია. რუსეთში სამშობლოს დაცვაზე ისაუბრებენ. თავის ჯარისკაცებს ეტყვიან,“ წადით ომში, დაიცავით რუსული მშვიდობა. მინდა მივმართო რუს ჯარისკაცებს, აქ თქვენ არავინ გელით. აქ მარიოპოლოში, ხარკოვში, ოდესაში, კიევში არავინ დაგხვდებათ ხელში ყვავილებით, არამედ ისინი დაგხვდებიან იარაღით. უკრაინაში თუ შემოხვალთ, გპირდებით, ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში! შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ დაიხოცებით ყველანი! თქვენი გენერლები, რომლებმაც ამ დღეში ჩაგადეს, პირველები გაიქცევიან, ამიტომ ახლავე დაყარეთ იარაღი და წადით სახლში ტქვენს ცოლ-შვილთან ერთად. მეგობრებო, გამარჯვება ჩვენს მხარეზეა! დიდება უკრაინის შეიაარღებულ ძალებს! დიდება უკრაინას! – განაცხადა რადას დეპუტატმა.