კახეთში, 23 წლის ბიჭმა, თანასოფლელი, 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
“სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ზ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი – 1997 წელს დაბადებული რ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.