ლაგოდეხში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. – ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ კაბალში ცოტახნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზარის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
შუახნის კაცის სავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.