სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. თავდაპირველად,...