კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
“ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “მერსედესი” “უაზის” მარკის სატვირთოს შეჯახა.
გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
“ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
newposts.ge