„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის გაწმენდილი“,- ამის შესახებ კახა კალაძემ ლაივ ჩანაცხადი განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთელი დღე თოვლია გამოცხადებული, ღამის განმავლობაშიც ვაგრძელებთ ურთიერთობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და მოწესრიგებული.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდება, შემოერთებულ ტერიტორიებზე გვაქვს ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის შიდა ქუჩები, გაწმენდით სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ, მთავარი პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების და
გამზირების მოწესრიგება, პარალელურად ჩვენი ტექნიკა მუშაობს სხვადასხვა შიდა ქუჩებზე112-თან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, კომუნიკაცია, ნებისმიერ ზარზე ხდება მყისიერი რეაგირება ჩვენი მხრიდან.
დღეს მთელი დღე თოვლია გამოცხადებული, ღამის განმავლობაშიც ვაგრძელებთ ურთიერთობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და მოწესრიგებული.
თხოვნაა, ზამთრის საბურავების გარეშე თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.










