ეროვნული ლიგის მე-7 ტურში “გაგრამ” გორის “დილას” უმასპინძლა.
მზიანი და მშვიდი დღე თითქოს და საფეხბურთო გარემოს შექმნისთვის იდეალური უნდა ყოფილიყო. 9 აპრილის მზე ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის ,რომ რომელიმე კლუბს გოლი გაეტანა.
მატჩში გუნდები თანაბარი ძალებით იბრძოდნენ 3 ქულის მოსაპოვებლად. გაგა კირკიტაძის შეგირდები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ,როცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან თორნიკე ოქრიაშვილი გააძევა. გორის “დილასთვის” რიცხობრივი უპირატესობა არ გამოდგა საკმარისი. შეხვედრა ფრე 0-0 დასრულდა.
7 ტურის შემდეგ “გაგრას” 2 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
რაც შეეხება გორის “დილას” ,დემჩენკოს შეგირდებს 10 ქულა აქვთ და მე-5 პოზიციას იკავებენ.