იაპონელმა კაცმა მოგზაურობით Marry Me გამოსახა და საცოლეს ხელი სთხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ამბავი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, 2008 წელს მოხდა, მაგრამ ტოკიოელი იასანი მხოლოდ ახლა შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ტიტულით “ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი GPS წარწერა შექმნა”.
იასანს სურდა, ხელის თხოვნის ორიგინალური გზა მოეფიქრებინა. მარშრუტს ის 5 წლის განმავლობაში Google Earth-ის დახმარებით გეგმავდა. მიზნის შესასრულებლად მან სამუშაო ადგილი დატოვა და წავიდა მოგზაურობაში, სადაც 7 000 კმ-ზე მეტი დაფარა – კუნძულ ჰოკაიდოდან კაგოშიმას ნაპირებამდე. დასასრულს, როდესაც Marry Me დაწერა, მეზობელ კუნძულზე გადაადგილებით გულის ნიშანიც მოხაზა. საცოლე მის წინადადებას დათანხმდა, 2008 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობენ. იასანისა და ნაცუკის ისტორია კი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, რადგან ის გინესის რეკორდსმენიც გახდა.