კაფე „სავანეს“ მფლობელები ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის თანამდებობიდან წასვლას აქცია-პერფომანსით გამოეხმაურნენ. მათ კაფესთან არსებული საპროტესტო ბანერიდან გიორგი გიორგობიანის პორტრეტი სიმბოლურად გადახაზეს. ისინი აცხადებენ, რომ ვიდრე ბანერზე გამოსახული მაღალჩინოსნები თანამდებობას არ დატოვებენ, ბანერს არ ჩამოსხნიან. მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ კაფის მფლობელები მხოლოდ სამართალდამრღვევებად ცნო ჯარიმის გადახდის, ან პლაკატების ჩამოხსნის ვალდებულება მათთვის არ დაუკისრებია , მერია კი პლაკატების ჩამოხსნას მაინც ითხოვს და განმარტავს, რომ ამას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.
ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...









