სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კატას აღმოაჩნდა, რაც ქვეყანაში ცხოველის კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვირუსი კატას ინფიცირებული პატრონებისგან გადაედო.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის ცხოველისგან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მედიკოსები ინფიცირებულ კატასთან სიფრთხილეს იჩენენ და მისი მოვლისას დამცავ აღჭურვილობას იყენებენ.










