შესაძლოა უხარისხო პირბადეები საქართველოშიც მოხვდეს. ამიტომაც კარგად დააკვირდით ამ პროდუქციის ფოტოებს რომლებიც ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო ნაწარმის სწრაფი განგაშის სისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. იქვე მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული პირბადის შესახებ.
ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა უწყებამ გამოავლინა ქვეყანაში იმპორტირებული 4 სხვადასხვა მოდელის პირბადე, რომელიც სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. იმპორტიორებს დაევალათ ამ პირბადეებზე შესაბამისი გაფრთხილებები გააკეთონ და ისე შეიტანონ ბაზარზე.
ამ დრომდე ოფიციალური განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აფთიაქების მხრიდან ამ თემაზე განცხადება არ გაკეთებულა. აღნინული პიბადეების შეფუთვა ასე გამოიყურება:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიმა უკვე გაუგზავნა წერილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების მხრიდან კი პირბადეების მყიდველებისაგან გამოთხოვა ხდება.