კანადის პარლამენტის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სისტემატური და ომის დანაშაულების შესახებ საკმარისი მტკიცებულება არსებობს.
რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს, თემთა პალატას წარუდგინა დეპუტატმა ჰეზერ მაკფერსონმა წარუდგინა.
„კანადის თემთა პალატა აღიარებს, რომ რუსეთი სჩადის გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემატურ შემთხვევებს, გვამების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას, წამებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას და გაუპატიურებას.