ცენტრალურ კამერუნში, ტყეში, ავიაკატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 11 ადამიანი იყო. კატასტროფის მიზეზი და ბორტზე მყოფი პირების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი იაუნდეს აეროპორტიდან ბელაბოსკენ მიემგზავრებოდა, თუმცა, გზად, მის ეკიპაჟთან კონტაქტი გაწყდა.
საჰაერო და სახმელეთო ძიების შემდეგ, თვითმფრინავი ტყეში, აფრენის ადგილიდან დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.