თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი პირი. ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია










