ადრები ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ფაქტიურად კრიზისია…ყველაზე პარადოქსული კი მაინც ისაა, რომ მიუხედავად დეფიციტისა ადამიანური რესურსების, მედდის და სანიტრის ხელფასი დღეს ჯერ კიდევ არ არის ის საზღაური, რომელსაც იმსახურებენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ კალაღონია წერს:
“ამ ეპიდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა სისტემას და კლინიკებს, რომ მედდა და სანიტარი რა მნიშვნელოვანია, ძვირფასი და ფუფუნების საკითხი…
ყოველდღიურად,
აბსოლიტურად ყველა კლინიკის საიტზე იდება საშუალო და მცირე მედპერსონალის ვაკანსიები, მაგრამ კადრები ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ფაქტიურად კრიზისია…ყველაზე პარადოქსული კი მაინც ისაა, რომ მიუხედავად დეფიციტისა ადამიანური რესურსების, მედდის და სანიტრის ხელფასი დღეს ჯერ კიდევ არ არის ის საზღაური, რომელსაც იმსახურებენ…დროა გადაიხედოს მათი ანაზღაურება და მოხდეს ხელფასების მეტი ნორმალიზაცია, ადექვატურად გადაფასება…
იცით რეებს აკეთებენ ეს გოგოები, აი ძალიან ბევრს, ვერ ავღწერ. პალატაში პირობითად ექიმი თუ შედის 2 ჯერ, ისინი შედიან 20 ჯერ, ისინი არიან პირველები ყველგან და ყოველთვის…
ძალიან ბევრს ვითხოვთ მათგან და ძალიან მცირეს გავცემთ…ესე არ გამოვა, მინიმუმ გააორმაგეთ და მიეცით ამ საქმეს მზარდი ტენდენცია, თორემ მალე ექთნობა როგორც პროფესია არ იქნება…
არც მეტი,
არც ნაკლები,
0-ია ფასი ყველა მაღალტექნოლოგიური აპარატურის, ლაბორატორიების, ლამაზი შენობების, კეთილმოწყობილი პალატების, ჯანდაცვის ნაციონალური პროტოკოლების, ექიმ-სპეციალისტების დანიშნულებების, საერთოდ ყველაფრის რითაც თავს იწონებთ, თუ ექთანი და სანიტარი არ ეყოლება კლინიკას, თუ ისინი არ იქნებიან შესაბამისად დაფასებულები. ნებისმიერი წარმატება, ხაზს ვუსვამ ნებისმიერი წარმატება, იწყება ექთნის და სანიტრის “დილა მშვიდობით”…
აბა თქვენ იცით, ელოდეთ მანამდე ვინ მოგწერთ მიღებაზე…დააგვიანდებათ.
პატივისცემით…” – წერს ექიმი არჩილ ჯალაღონია თავის ფეისბუკზე.