” 5 დღის წინ, ბენზინი გადაისხა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თავი დაიწვა აფხაზეთიდან დევნილმა, ზამირ კვეკვესკირმა
კადრები მაქვს ნანახი, გაუნძრევლად იწვა ცეცხლი ეკიდა. რაღაც მომენტში ხელის მოძრაობით და ჟესტებით თითქოს ისევ პროტესტს გამოხატვას ცდილობდა.
სხეულის 65% დამწვარი ქონდა, ვერ გადარჩა
წარმოიდგინეთ სოციალური პრობლემების გამო როგორი სასოწარკვეთილი და შეურაცხყოფილი იყო, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
ღმერთმა იცის, ჩვენს ქვეყანაში სოციალური სიდუხჭირის და უსამართლობის გამო რამდენი ადამიანის თავში ტრიალებს მსგავსი აზრები, რამდენ ადამიანს ბოლო წამს გადაუფიქრებია თვითმკვლელობა.
მე ვიცნობ და სამაშველოში მუშაობის პერიოდში არაერთი ადამიანი მინახავს რომელსაც თვითმკვლელობა უცდია.
მახსოვს ერთი ქალბატონი, რომელიც მტკვარში სოციალური პრობლემების გამო თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
მაშინ გადარჩენა შევძელით, როდესაც სიკვდილის მოახლოვება იგრძნო ისიც გვეხმარებოდა საკუთარი თავის გადარჩენაში. ნაპირზე გამოყვანის შემდეგ გვითხრა “ტკბილი ყოფილა სიცოცხლე შვილებო, ვერ გავბედეო”- ეს სიტყვები მისი სახე და ხმის ტემბრი დღესაც ყურში ჩამესმის.
ტრაგედიების ქვეყანა ვართ და დიდწილად უსამართლობა და სოციალური სიდუხჭირეა განმაპირობებელი.
თვითმხილველთა გადმოცემით
“კაცმა ბენზინი გადაისხა, ერთ მეტრზე იყო ცეცხლის ალი, იწვოდა და იმის ნაცვლად, რომ ეყვირა მიშველეთ, გადამარჩინეთო, ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო”
მთელი დღეა ვფიქრობ, კადრები თვალწინ მიდგას, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ ტრაგედიების ვიზუალიზაცია რომ გვჭირდება მანამდე პრობლემის სიმძაფრეს რომ ვერ აღვიქვამთ.
აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა სოციალური პრობლემების და საცხოვრისის არქონის გამო სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა და პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა
მე ვნახე ეს კადრები!”- წერს გიორგი დისამიძე
თამარაშვილის 15ა-ში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან რამდენიმე დღის წინ 27 იანვარს, ოჩამჩირედან დევნილმა, 44 წლის ზამირ კვეკვესკვირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.