,,ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ჩვენს ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება აშშ-ს, ეს ეხება ევროკავშირს. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როედსაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთას, გაჯანსაღებას.ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ყველამ ნახეთ, რომ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმეგ. კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით იმისთვის,რ ომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. იყო ჭარბი განცხადებები „ქართულ ოცნებასთაბ“ დაკავშირებით, თუმცა რეალურა, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპორდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს ყველაფერი ძალიან კარგად გააზრებული,”- ამბობს კობახიძე.
განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...










