რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში ტოვებენ.
ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დამატებითი კვლევები უტარდება.
“მიხეილ სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ, მას სჭირდება მონიტორინგი ყველაფრის, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ.
კონკრეტული მიზეზი მდგომარეობის დამძიმების შორს წაგვიყვანს, მაგრამ შიმშილი პრობლემები ეს იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და ახდენს გამოვლინებას. დღეს მოხდა ეს. იყო ცნობიერების კარგვა, ჰიპერტენზია, ტახიკარდია”, – განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.










