იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ 3-4 ადამიანია დაკავებული.
„გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და უკანონო, უგუნურებაც არის. ვინც ოდნავ მაინც იცის პროტესტის განვითარების დინამიკა, ერთ ადგილზე დიდი ხანი გაჩერება მაინც არასწორია. ამიტომ აბსოლუტურად არარაციონალური და არაპროპორციული იყო. ჩვენ ვნახეთ ტექნიკის, ადამიანური ძალის აბსოლუტური მობილიზება. იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული. პროტესტი ყოველთვის მობილურია. საბოლოო ჯამში, ყველა მაინც პარლამენტთან უნდა მივიდეთ, იქ იქნება რუსული დუმის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოგვაწვებიან, ვივლით. გზა დაილევა ქალაქში, მოედანი თუ როგორ? ამ წუთას დაგვშლიან? ხალხი ემატება. ეს ჩვენ გეგმებში არაფერს შეცლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია. ჩვენს ყველა მეგობარს, აქტივისტს მინდა ვთხოვო რომ მოერიდონ დაჭერას. 3-4 ადამიანი დააკავეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი