“იფიცება საქართველო” – 15 იანვარს, 15:00 საათზე, გამაფრთხილებელ გაფიცვას ქუთაისიდან ათეულობით ობიექტი უერთდება
აქცია-პერფორმანსი ქუთაისის მსგავსად მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.
“შემოუერთდით გამაფრთხილებელ გაფიცვას, ამით ჩვენ ვაჩვენებთ ხალხს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ცხოვრება ნიშნავს, მეტ სიღარიბეს, უპერსპექტივობას, ემიგრაციას, მოშლილ ეკონომიკას და დახურულ ბიზნესებს. ჩვენ ყველას შეგვიძლია, რომ დავაჩქაროთ არსებული კრიზისი და ე.წ. ხელისუფლებამ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და ჩანიშნოს ახალი არჩევნები”, – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები.










