პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ენმს“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ტელეკომპანია „რუსთავი2-ზე“ გასულ ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე „რუსთავი2-ზე“ ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას
ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ
იტყუება ენმ-ის ლიდერი?
რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?
ვინ ჩაშალა და როდის?
რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო „რუსთავი2-ზე“ და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული
ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული“, – წერს ზურა ჯაფარიძე.
წყარო Primetime.ge










