იტალიური ჯგუფს RICCHI E POVERI-ს, რომელიც ტყიბულში იმღერებს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.. ჯგუფის კონცერტი ტყიბულში ხვალ, 18:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია RICCHI E POVERI ოკუპირებულ ცხინვალში 2011 წლის მარტში იმყოფებოდნენ და 8 მარტის დღისადმი მიძღვლის საღამოზე იმრერს. მათ დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა “მეგობრობის ორდენი” გადასცა.
“ამ ადამიანებმა გამოჩინეს სიმამაცე და ჩვენთან ჩამოვიდნენ და ჩვენ ყველა მადლობელი ვართ მათი”, – განაცხადა კოკოითიმა 2011 წელს.
2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ქვეყანამ კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მიიღო.
კანონი ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში – სამეგრელოდან, ცხინვალში კი – შიდა ქართლიდან. გამონაკლისია მხოლოდ „განსაკუთრებული შემთხვევები“ – როცა ვიზიტი “ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.
კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს.
მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.