იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო უკრაინაშია. თავდაპირველად იტალიის პირველი დიპლომატი ომით განადგურებულ ქალაქ ირპინს ეწვია.
“როგორც იტალიის მთავრობამ, ჩვენ ავირჩიეთ უკრაინელი ხალხის მხარეზე ვიყოთ, იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს” – თქვა კიევში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მედიის ცნობით, დღეს, დი მაიო ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შეხვდება.









