იტალიის ქალაქ ბარში, დღეს დილით, ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი გარდაიცვალა, რომელიც იქ 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინოს მეგობარი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს:
„ძალიან ცუდი დილა გათენდა. ჩვენი ნინო შორეულ იტალიაში გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს“
ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს და მას სამი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ვერსიად სიმსივნე სახელდება.
ნინო ნარუაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის კურსშია იტალიაში საქართველოს საკონსულო, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია










