იტალიის ქალაქ ნეაპოლთან, ვეზუვის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია, დაკვამლიანება ქალაქებში აღწევს.
ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, თუმცა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების შეჩერება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგოეც ცნობილკა, ვულკანის ძირში მდებარე ისეთი ქალაქები, როგორიცაა ერკოლანო და ტორე დელ გრეკო, სქელი კვამლით იყო დაფარული, რამაც საჭირო გახადა მოსახლეობის ევაკუაცია, ასევე საიგზავნა გაფთხილებები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რეგიონში ჰაერის ხარისხის მკვეთრად დაცემასთან ერთად, გაჩნდა სასუნთქი გზების პრობლემები , განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
როგორც ცნობილია ხანძარი პარასკევს გაჩნდა.