იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო.
გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის გაუწყლოების დიაგნოზით იყო გადაყვანილი.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 ივლისს 18 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანში, ტურინში, ბოლონიაში, გენუასა და პალერმოში წითელი საფრთხის დონე გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცხე ძლიერია.