“ბევრ უკმაყოფილებს გამოიწვევს ხოლმე,ჩემი ასაკიდან გამომდინარე როგორ შეიძლება გააკეთო შეფასებები, როცა ჩვენ ამდენ წლიანი სტაჟის პედაგოგები ვართ ირგვლივო- და მე მესმის , ვინმეს არ ეგონოს, რომ ვინმეს პიროვნულ ღირებულებებზე ვაკეთებდე ხაზგასმას.
მე ყველა პედაგოგს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის იდეალური მასწავლებელი ნიშნავს, რომ მე როგორც მის მოსწავლეს (მისი პოზიციიდან ვისაუბრებ), ერთი სული მაქვს როდის შევალ მის გაკვეთილზე, ძალიან გული მწყდება, რომ არ დაირეკოს ზარი და არ დამთავრდეს მისი გაკვეთილი.
კარგი მასწავლებელი ნიშნავს იმას, რომ მან სწორად გათვალა, რომ ის მისი ქვეყნის მომავალი , ხვალინდელი დღეა.
ჩემთვის , როგორც მასწავლებლისთვის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ მე ამ გაკვეთილით სტატუსს ავიმაღლებ თუ ხელფასი გამეზრდება, ჩემთვის მთავარი ჩემი აღსაზრდელი უნდა იყოს.
მოსწავლეს ნდობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს მასწავლებლის ყველანაირ კონტექსტში. მისთვის ის მეორე დედაა.
მასწავლებელი არის მრავალფუნქციონალური , ის უნდა იყოს დედაც, მეგობარიც, ფსიქოლოგიც, პროფესიონალი ხომ რა თქმა უნდა”-თამუნა ციცვიძე. სრული გადაცემა იხილეთ აქ-https://youtu.be/XuhYU6C_x_U