LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

ის, რომ „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, სამშობლოს ღალატად მიმაჩნია – გია ხუხაშვილი

დაპოსტა 2025/02/20-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

„წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც გუშინ ტრამპისგან მოვისმინეთ, ეს წმინდა რუსული ნარატივია – თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, თემა მის იმპიჩმენტამდე მივა და „კოჭლი იხვი“ გახდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებები შეაფასა.

ხუხაშვილის თქმით, ტრამპის განცხადებების ფონზე ვითარება შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ „ყველაფერი პოზიტივით დასრულდეს“. უფრო კონკრეტულად კი, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შედეგად „ევროპა გაიღვიძებს“.

„ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც – გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. „წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს. როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. ევროპას აქვს თუ არა სურვილი, უწევს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. ვაკვირდებით, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო. ევროპას ძალიან ჯანსაღი, სწორი მიდგომები აქვს ამ ომის თემებთან დაკავშირებით. ევროპა თუ რეალურად შემოვიდა, როგორც დიდი მოთამაშე თავისი, როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ასევე სხვა ტიპის რესურსებით და თუ გადავიდა რეალურ მოქმედებებზე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება დემოკრატიის მომავალ განვითარებაზე აისახოს. ერთი ელემენტია ის, რომ ევროპა იძულებულია, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იზრუნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ მხოლოდ უკრაინის დაცვის განცდა კი არ აქვს, არამედ საკუთარი თავისაც. რას ნიშნავს გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის: ევროპა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ საბოლოოდ და ბუნებრივია, ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს. მარტო ეს არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა ხდება ამერიკაში და რამდენად მაღალი შანსები აქვს ტრამპს ამ პოლიტიკის ასე გაგრძელების. ამერიკული დემოკრატიაც გარკვეულწილად, სერიოზულ გამოცდას აბარებს, პრობლემები თვითონ ამერიკაშია. ასე ვართ მიჩვეული, რომ ამერიკაში პრეზიდენტია და მისი განცხადებები სამოქმედო გეგმის ტოლფასად მიგვაჩნია. პოსტსაბჭოთა სამყაროში ასე ხდება. საქართველოში, ბიძინა რომ რაღაცას იტყვის, შემდეგ ის აღსრულებაში მიდის. ამერიკაში ხომ ასე არაა?! ამერიკა ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის გადამწყვეტი და ერთადერთი არაა. ბევრი შემაკავებელი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია. ტრამპის პარტიაში, უმრავლესობას არ მოსწონს განცხადებები, რასაც ტრაპი აკეთებს. როდესაც საუბრობს, რომ ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პუტინი მოლაპარაკების მხარე, ეს ხომ აბსურდია? რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე მძიმედ რეაგირებს. თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ეს თემა მის იმპიჩმენტამდე მივა. თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის „კოჭლი იხვი“ ხდება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით შეფასებებს უწონებს, მათ შორის განცხადებას, რომ „უკრაინას ეს ომი არასდროს უნდა დაეწყო“, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებაა“.

ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივაზეც და განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბუმერანგის პრინციპით იმუშავებს სამშობლოს ღალატის მუხლი, რისი შემოღებითაც სხვებს ემუქრება“.

„ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უკრაინას თავი კი არ უნდა დაეცვა, რუსეთისთვის კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა და უნდა მიეცა ყველაფერი, რასაც რუსეთი ითხოვდა. ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების მენტალურ სიმახინჯეზე. ისინი შინაგანად მზად არიან, რუსეთთან კაპიტულაცია გამოაცხადონ. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ღალატზე საუბრობენ ხშირად და ამავე დროს „ქართული ოცნება“ ოცნებობს, რომ ტრამპმა და პუტინმა რაღაცაზე მოილაპარაკონ რეალური პოლიტიკის ფარგლებში. რეალური პოლიტიკა ნიშნავს სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებას. სამშობლოს ღალატია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ გავლენის სფეროებად. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად აღმოჩნდება საქართველო? საქართველო ბუნებრივად ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში, რადგან საქართველო ხდება რუსეთის გავლენის სფერო. თუ ტრამპი ასეთ გარიგებაზე მიდის, საქართველო უკრაინასთან ერთად ხურდაში უნდა გაყვეს რუსეთის იმპერიას. ზუსტად ეს მიმაჩნია სამშობლოს ღალატად, როდესაც გულშემატკივრობ იმას, რომ ეს მოცემულობა შეიქმნას, ანუ, რეალური პოლიტიკის პრინციპებით წავიდეს ყველაფერი. უნდათ ამ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ გასამართლდებიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „ავტორიტარიზმს პოლიტიკური ბულემია ახასიათებს, ის ჭამს ყველაფერს და მისი ამოცანაა, მოახდინოს ძალაუფლების აბსოლუტიზაცია“.

„რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რაზეა წამსვლელი და რაზე – არა: სადამდეც საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ, ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულემია დაავადებაა, რასაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ არაა თანახმა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვს კომფორტი იმისა, რომ „ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ“.

„ძალის დემონსტრირება იმისთვის სჭირდებათ, რომ ჰგონიათ, სისუსტის გამოვლინება მათთვის მთავარი საფრთხეა. ამაღლობელს რატომ არ უშვებენ? – ამაღლობელის გამოშვება სისუსტის გამოვლინება იქნება და კონსტრუქცია, რასაც აშენებენ, თავზე ჩამოექცევათ. ეს ყველაფერი უძლეველობის მითოლოგიაზე დგას. შესაბამისად, არ აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ. ერთი პოლიციელიც არ დაუჭერიათ მაშინ, როდესაც მათთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. თავისიანის გაწირვით, ეშინიათ, ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ
მთავარი

5 აპრილს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
მთავარი

ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს შინ ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს. ბზობის ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა...

დაწვრილებითDetails

ოქრო ისევ ძვირდება -რა ღირს ერთი გრამი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს. ამასთანავე,...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - 20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც აპრილში დიდი სიურპრიზი ელის

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც...

დაწვრილებითDetails

სად უნდა შევიძინოთ ბზა, შეიძლება თუ არა მისი შეძენა სხვას ვთხოვოთ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"