LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ის, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა”-კობახიძე

დაპოსტა 2026/02/18-ში
9
ნახვა
გაზიარება

ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას ჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. ამასთან, დასძენს, რომ 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო, თუმცა, პრემიერის თქმით, „რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი“.

 

“ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს!

 

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.

 

2012 წელს, დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და პირდაპირი მნიშვნელობით, თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.

პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას ჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.

 

ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.

 

ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას“, – წერს პრემიერი.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ

თებერვალი 18, 2026
0
მთავარი

დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. საკანონმდებლო...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

თებერვალი 18, 2026
22
მთავარი

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი

თებერვალი 18, 2026
106
მთავარი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი დააკავა, აქედან 81 ადამიანი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართულია. როგორც მინისტრმა გეკა გელაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, უნიკალური ტბა დავკარგოთ – რა ხდება ბაზალეთზე

თებერვალი 18, 2026
5
მთავარი

„ბაზალეთი არის მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა, ეს უნიკალური ტბა საერთოდ დავკარგოთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაზალეთის ტბაზე...

დაწვრილებითDetails

ქოლცენტრების საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს

თებერვალი 18, 2026
6
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს

თებერვალი 18, 2026
58
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ...

დაწვრილებითDetails

2025 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა

თებერვალი 18, 2026
2
მთავარი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით 2024-2025 წლის საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეფასებას აქვეყნებს. კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა (5866-დან 5969-მდე)....

დაწვრილებითDetails

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

თებერვალი 18, 2026
13
მთავარი

დღეს, 18 თებერვალს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.   მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

დაწვრილებითDetails

გავრცელებული ინფორმაციით დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

თებერვალი 18, 2026
167
მთავარი

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია. ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ელისო კილაძის...

დაწვრილებითDetails

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – ნახეთ ინსტრუქცია

თებერვალი 18, 2026
5
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.   სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».