ლომინას ტბა/ჩანჩქერი კინჩხას ჩანჩქერიდან დაახლოებით 2 კმ ზემოთ მდებარეობს. ჩანჩქერი სიმაღლით არ გამოირჩევა თუმცა იგი ტბაზე ეცემა და განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. წყალი ცივია თუმცა ცხელ ზაფხულში გასაგრილებლად საუკეთესოა.
ლომინა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი ადგილია.
ქუთაისიდან ლომინას ტბამდე თითქმის 60 კილომეტრია. კიჩხას ჩანჩქერთან მისასვლელად ქუთაისიდან ერთ საატზე ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ. ჩანჩქერიდან ლომინას ტბამდე კი სულ რარაც ორი კილომეტრია ამ სილამაზის სანახავად ეს მცირე მანძილი ფეხითაც შეიძლება გაიაროთ.
რაც შეეხება ტრანსპორტს ქუთაისი-კინჩხა 16:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირიდან, mcdonald-ის უკანა მხრიდან გადის. კინჩხა-ქუთაისი კი 07:30 სთ-ზე გამოდის, ყოველდღე. ფასი 5 ლარი.