LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ისტორიული ძეგლები, რომლებიც ოკუპირებულია (ფოტო)

ისტორიული ძეგლები, რომლებიც ოკუპირებულია (ფოტო)

დაპოსტა 2019/08/07-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ორივე ომის შედეგად 1990 და 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობა დაინგრა და დაზინდა. სტრატეგიული ობიექტების გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 800-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია მოხვედრილი. მათ შორის იკორთისა და წირქოლის ტაძრები, არმაზის ეკლესია, თიღვის მონასტერი და ბევრი სხვა ქართული კულტურულის უნიკალური ძეგლი.

„მეგა ტვ“ 5 ძეგლეს გაგაცნობთ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია და საფრთხის ქვეშაა.

ერედვის ბაზილიკა – წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ერედვში ქ. ცხინვალიდან ჩრდილო–დასავლეთით, 7 კილომეტრში მდებარეობს. ერედვის ბაზილიკა X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც თეოდორე თაფლაისძე იყო.

ერედვის სამნავიანი ბაზილიკა  ნაგებობათა იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ადრეფეოდალურ ხანაში შეიქმნა  და მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვისაა დამახასიათებელია. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია.

მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.

ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არ აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია. ერედვი ოკუპირებულია.

 

წირქოლი, იგივე წირქვალი – VIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლში (ქსნის ხეობა), დაბა ახალგორის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ წირქოლში, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა მისი ხუროთმოძღვრების და მორთულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის VIII საუკუნეშია აშენებული. ასევე, არ შემორჩენილა ცნობები ეკლესიის ამგებზე.

წირქოლის ეკლესიაში ღვთისმშობლობას  ხატობა იმართებოდა, რომელსაც  მომლოცველები ახლომახლო სოფლებიდან ესწრებოდნენ. ეკლესიის გვერდით არის სასაფლაო. საფლავის ქვებზე გამოსახულია ადამიანები ძველ ქართულ ტანისამოსში. ეკლესიის მახლობლად ასევე დგას ციხე, რომელიც პირველად X საუკუნეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიება ქართულ ისტორიულ წყაროებში.

წირქოლის ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და მათ შორის სოფელ წირქოლსაც, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

 

თიღვის ტაძარი – შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია აღმოსავლეთ საქართველოში. მონასტერი ადმინისტრაციულად  ყოფილი ზნაურის რაიონის, შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალ სოფელ თიღვის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა. ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად დავით აღმაშენებლის ასულს თამარს ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი 1152 წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. გადმოცემის მიხედვით თამარი თიღვის მონასტერში უნდა იყოს დასაფლავებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

 

 

ლარგვისის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ სამაჩაბლოში, სოფელ ლარგვისის მახლობლად, მდინარე ქსნისა და ჭურთის შესართავთან მდებარეობს.

ვინაიდან მონასტერი ორი მდინარის შესართავთან იყო გაშენებული და წყალდიდობა დიდ ზიანს აყენებდა, შემდგომში ქსნის ერისთავებმა სამონასტრო ნაგებობები მთის ფერდობზე განათავსეს. მონასტრის ადრეული ნაგებობებიდან მცირედიღაა შემორჩენილი.

ლარგვისის ხუროთმოძღვრული ანსამბლის შესახებ უფრო ზუსტი და მეტი ცნობები  XIV საუკუნიდან მოგვეპოვება. მასალები ცხადყოფენ, რომ ლარგვისი ქსნის ერისთავების განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი იყო, როგორც მათი თავდაპირველი სალოცავი და სამარხი.

ლარგვისის სამონასტრო ანსამბლი კოშკებიანი ციხე-გალავანის, საცხოვრებელი ნაგებობების, გუმბათოვანი ეკლესიისა და ცალკე მდგარი კოშკის შედგება. ამათგან ყველაზე უკეთაა შენახული გუმბათოვანი ტაძარი, ყველაზე ცუდად – ცალკე მდგარი კოშკი.

ლარგვისი ოკუპირებულია.

ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწემში მდებარეობს. ტაძარი   X-XII საუკუნეებშია აგებული, გვიანდელი გადაკეთებით. ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები, რომელიც შემდეგ შელესილია. ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. კარნიზი მარტივპროფილია-ნია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ფასადების მორთულობის დეკორატიული სისტემის მიხედვით ეკლესია განეკუთვ-ნება X-XI საუკუნეებს. ეკლესიას მრავალი შეკეთება-გადაკეთების კვალი ატყვია, რამაც ნაწილობრივ ფა-სადებს დაუკარგა თავდაპირველი სახე. დაზიანებულია ეკლესიის კამარა, სარკმლები, მინაშენის იატაკი. სახურავზე ამოსულია მცენარეები.

2008 წლის ომის შედეგად საქართველომ 189 სოფელზე დაკარგა კონტროლი . რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ არის 125 სოფელი, მათ შორის იკოთი, ხუდალიანი, ქარქუშეთი, შაბათკავა, ბუჩუკური, აძგარა, ტვიბრაშენი და სხვა მრავალი.

რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

თეგები: აგვისტოს ომიერედვის ბაზილიკათიღვის ტაძარილარგვისის მონასტერიოკუპაციაომირუსეთისაქართველოძარწემის წმინდა გიორგის ეკლესიაწირქვალიწირქოლი
გაზიარება565

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშ უნალექო ამინდია,...

დაწვრილებითDetails

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

6 მარტი შედარებით მშვიდი, მაგრამ კონცენტრაციისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა დაგეგმვისთვის, დაწყებული საქმეების მოწესრიგებისა და მომავალი ნაბიჯების გააზრებისთვის. ემოციური ფონი სტაბილურია, თუმცა ზედმეტი იმპულსურობა სასურველი არ არის. როგორი იქნება ასტროლოგიური...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"