მაგრამ როგორც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად გაჩანაგებულია ყველაფერი. ეს ისტორიული სახლი, უბრალოდ ნაწილებად იშლება და ეზოს სარეველა ფარავს.
2011 წელს საქართველოს მთავრობას, ჰქონდა პროექტი, რომელიც ამ ისტორიული ძეგლის, ქართული კულტურის ცენტრად გარდაქმნას გულისხმობდა, მაგრამ როგორც იტყვიან, ქვა ქვაზეც კი არავის დაუდევს.
არის რაღაც შენობა, რომელსაც ფოტოებისა და ფასადური ღონისძიებებისთვის იყენებენ, თუმცა არც აღნიშნულ შენობას აკლია სარეველების მხრიდან ძლიერი და ვნებიანი სიყვარული.
პ.ს. ალბათ დროშა შეამჩნიეთ, როგორ საცოდავად გდია, ფანჯარაზე. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ძალიან სიმბოლურია.”-წერს ანი კალმახელიძე










