ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანსა და მის მეუღლეს ჩავას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„წყვილი თვითიზლაციაში იმყოფება და მათზე მეთვალყურეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინების მიხედვით ახორციელებენ,“- ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, 71 წლის მინისტრი თავისი მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელე
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 26-ია