თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის და ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის, დევი ტაბიძის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ მეექვსე ტალღა საქართველოში სწრაფად დაიწყება. აღნიშნულ პროგნოზს ის კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების ტემპიდან გამომდინარე აკეთებს.
დევი ტაბიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, ხოლო ვაქცინირებულ მოქალაქეებს ბუსტერული დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“მდგომარეობა არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ისე გადავალთ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაში, რომ ამას ვერც შევიტყობთ, ისე სწრაფად იქნება ამის გავრცელება. ბუსტერი, რომელიც არსებობს, ეს არის ერთადერთი დაცვის საშუალება,”- განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.