ისეთ ვებსაიტს შევქმნით, რომელიც იუვენტუსისაზე უკეთესი იქნება – ამის.შესახებ ტორპედოს ახალმა მენეჯერმა პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით ტორპედო სოციალური მედიის კუთხით განვითარდება და ფანებს დიდი ყურადღება მიექცევა.
”ჩვენ ძალიან გვინდა გუნდი სოციალური მედიის მხრივ საერთაშორისო სტანდარტებს ეხმიანებოდეს. არის სოციალური მედიის მხარე და ტრადიციული მარკეტინგული მხარე, რაც არ იყო დამაკმაყოფილებელი ეს ბოლო წლები, ასე რომ გვინდა ამ კუთხით ძალიან აქტიურები ვიყოთ. ჩვენ გუნდი რეგიონალურია, მაგრამ ჩემი მოვალეობა იქნება ეს კლუბი საერთშორისო საფეხურზე ავიყვანო. ისეთ ვებსაიტს შევქმნით, რომელიც იუვენტუსისაზე უკეთესი იქნება, ჩვენ ეს შეგვიძლია, ეს რთული არაა, შეიძლება ყველაფერი ის რასაც ისინი აკეთებენ ჩვენ ვერ შევძლოთ, რადგან მათ მეტი ფული აქვთ, მაგრამ ჩვენც ისეთივე მშვენიერი საიტი გვექნება როგორიც იუვენტუსს . უნდა ავითვისოთ ყველა სოციალური მედია ფესიბუკი, ტვიტერი, მინდა ვიმსჯელო ფანებთან ერთად ამ ყველაფერზე. ფანები ძალინ მნიშვნელოვანი მხარდამჭერები არიან, რომლებიც გუნდს ჭირდება. ისინი უნდა ჩავრთოთ, უნდა გავზარდოთ მათი რაოდენობა. გავიგე რომ ტეორპედო ქუთაისს ფანები ისრაელშიც ჰყავს , ისინი უნდა ვიპოვოთ, ისინი უნდა გავააქტიუროთ, მათზე უნდა გავთვალოთ სოცოლიარი მედია. ბევრია გასაკეთებელი, მიხარია რომ აქ ვარ. ვაპირებ ადგილობრივ გუნდათ ერთად მუშაობას.”- განაცხადა ტორპედო ქუთაისის ახალმა მენეჯრემა.
დღეს ქუთაისის ტორპედოს ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინიმ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მზად ვიყოთ პირველი მატჩისთვის” – ფაბრიციო მანინი