ირანში, თავსაბურავის გარეშე სიარულის გამო, “მორალის პოლიციის” თავდასხმის შემდეგ, 16 წლის გოგო კლინიკაში გარდაიცვალა არმიტა გერავანდის ფაქტობრივი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს და წერს, რომ “ტვინის სიკვილი უკვე აშკარად დადგა”.
მანამდე კი ინციდენტი ოქტომბრის დასაწყისში,მეტროსადგურზე მოხდა, რის შემდეგაც სკოლის მოსწავლე თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გოგო დაბალი წნევის გამო წაიქცა.
საავადმყოფოში არმიტა გერავანდი კომაში დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.









