ირანმა რიგი სამედიცინო ინვენტარის ექსპორტი აკრძალა. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია ირანის ვაჭრობის განვითარების მინისტრის მოადგილეზე ჰამიდ ზადბუმზე დაყრდნობით წერს.
ექსპორტზე აკრძალვას დაექვემდებარა სამედიცინო ნიღბები, ასევე ნიღბების დასამზადებელი მასალა, დამცავი ტანსაცმელი. „ეს პროდუქტები კრონავირუსის პანდემიის პირობებში ირანსაც სჭირდება“,- აცხადებს ჰამიდ ზადბუმი.
ექსპორტზე შეზღუდვა იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე ადგილობრივი წარმოება ამ პროდუქტებზე ირანის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
ირანში კორონავირუსი 74 877 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 4683, გამოჯანმრთელდა 48,1 ათასი ადამიანი.